TWINNING


ვიზიტი საფრანგეთის მაგისტრატთა ეროვნულ სკოლაში

ვიზიტი საფრანგეთის მაგისტრატთა ეროვნულ სკოლაში

2018 წლის 23-25 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე; იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილე - ქეთევან კვინიკაძე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე/იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრი - მერაბ გაბინაშვილი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე/იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრი - შოთა გეწაძე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ საფრანგეთის მაგისტრატთა ეროვნულ სკოლაში (ქ. პარიზი). ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მოქმედ მოსამართლეთა გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების ფრანგული მოდელის გაცნობა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საფრანგეთის მაგისტრატთა ეროვნული სკოლის დირექტორის მოადგილეს და სხვადასხვა დეპარტამენტის წამომადგენლებს შეხვდნენ. დელეგაციის წევრები პარიზის სააპელაციო სასამართლოში მოქმედ მოსამართლეთა მიერ, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ, იმიტირებულ პროცესსაც დაესწრნენ. 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI