TWINNING


მმართველი კომიტეტის შეხვედრა

მმართველი კომიტეტის შეხვედრა

მიმდინარე წლის 15 იანვარს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“, ფარგლებში,  იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მმართველი კომიტეტის მეხუთე კვარტალური შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები, ისე უცხოელი ექსპერტები.

მმართველი კომიტეტის შეხვედრა გახსნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - ბეჟან თურმანიძემ. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ გიორგი ტყავაძე - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, აგნია კარლსონე-დიომკინა - ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის წარმომადგენელი და პიტერ დენისი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე, პროექტის მენეჯერი.

კომიტეტის შეხვედრას მოდერირებას უწევდა Twinning-ის პროექტის ლიდერი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობის სექტორის უფროსი, - ანიკო ფარჯიანი. შეხვედრაზე მეხუთე კვარტლის ძირითადი შედეგები წარადგინა Twinning-ის პროექტის რეზიდენტმა მრჩეველმა - სოლვიტა კალნინა-ცაუნემ, რასაც მოჰყვა დისკუსია და ანგარიშის დამტკიცება.

კომიტეტის შეხვედრის ბოლო ეტაპი დაეთმო პროექტით გათვალისწინებულ შემდგომ აქტივობებსა და სხვა მიმდინარე საკითხებს.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI