TWINNING


სასამართლო სისტემაში არსებული საჭიროებების და გამოწვევების ანალიზი

სასამართლო სისტემაში არსებული საჭიროებების და გამოწვევების ანალიზი

2017 წლის 4 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში, ფრანგი მოსამართლე ერიკ მინეგერი; პროექტის მრჩეველი, ლატვიის უმაღლესი სკოლის დირექტორს სოლვიტა კალნინე-ცაუნე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი ანიკო ფარჯიანს შეხვდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს და საბჭოს წევრებს: რევაზ ნადარაიას, ირაკლი შენგელიასა და შოთა ქადაგიძეს.

შეხვედრის მიზანი იყო სასამართლო სისტემაში არსებული საჭიროებების და გამოწვევების განხილვა, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამის განახლებასთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიზიტამდე, შეხვედრები განხორციელდა, ასევე თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრებთან. ამავე აქტივობის ფარგლებში, დაგეგმილია, ასევე შეხვედრები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პროექტის უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ შესაბამის ანგარიშსა და რეკომენდაციებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI