ისტორია


იუსტიციის უმაღლესი სკოლა დაარსდა 2006 წლის აპრილში. მისი სტრუქტურა, ორგანიზაციული მოწყობა და საქმიანობა რეგულირდება ,,იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდებით.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსების მთავარი მიზანი იყო მოსამართლეების დანიშვნის ახალი,  დამსახურებაზე დაფუძნებული სისტემის შექმნა და  მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომლების პროფესიული ტრენინგების ინსტიტუციონალიზაცია.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსება განხორციელდა ევროპის საბჭოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, რაც თავის მხრივ, გულისხმობს საქართველოში მართლმსაჯულების სფეროს მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფისათვის ძლიერი, ევროპული მოდელის ინსტიტუტის არსებობას. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI