სასამართლოს მოხელეთა მომზადება

1. როგორ ჩავირიცხო სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე?

კურსზე მიღებას აცხადებს იუსტიციის უმაღლესი სკოლა. განცხადება სასწავლო კურსზე მიღების დაწყების შესახებ ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე. სასწავლო კურსის მსმენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი... ვრცლად

2. რამდენ ხანს გრძელდება სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი?

სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე. ვრცლად

3. რა უპირატესობები აქვს სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსს?

სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის მეშვეობით მსმენელი იმ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იღებს, რაც მას უნდა გააჩნდეს, როგორც სასამართლოს მაღალკვალიფიციურ მოხელეს.  ვრცლად

4. რა არის სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის საფასური?

სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი ფასიანია და მისი ოდენობა შეადგენს 800 ლარს. ვრცლად

5. ვინ თავისუფლდება სასამართლოს მოხელეთა მოსამზადებელი კურსის საფასურისგან?

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, სასწავლო კურსზე ჩარიცხული საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოქმედი თანამშრომლები თავისუფლდებიან სასწავლო კურსზე სწავლების საფასურის გადახდისაგან. ვრცლად

6. ვინ არიან სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის მასწავლებლები?

სასწავლო კურსის ფარგლებში, სამართლებრივ და სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე ტრენინგების ჩატარების უპირატესობა როგორც წესი, ენიჭებათ მოქმედ მოსამართლეებს, ხოლო სხვა საკითხებზე ტრენინგებს შესაბამისი... ვრცლად

7. ვალდებულია, თუ არა სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის მონაწილე ყოველ დღე ესწრებოდეს სწავლებას და რამდენ ხანს გრძელდება ერთი სასწავლო დღე?

სასწავლო კურსის მონაწილე ვალდებულია სწავლებას დაესწროს ყოველდღე, რომელიც ხორციელდება 10:00 საათიან 18:00 საათამდე. ვრცლად

8. როგორ ხდება სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის მონაწილეების შეფასება დამამთავრებელ გამოცდაზე?

დამამთავრებელი გამოცდა ტესტური ფორმით ტარდება. ტესტირება წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება 100 საკითხისგან შემდგარ ტესტში 75 ან მეტი სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გათვალისწინებულია 5... ვრცლად

9. თუკი წარმატებით ვერ გავიარე სასამართლოს მოხელეთა მოსამზადებელი კურსი, რა ხდება შემდეგ?

თუ სასწავლო კურსის მსმენელმა მოაგროვა არანაკლებ, 70 ქულა, მას შეუძლია ისარგებლოს პრეტენზიის წარდგენის უფლებით. მსმენელი, რომელიც ვერ ჩააბარებს გამოცდას, შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად იქნას დაშვებული სასწავლო კურსის მორიგ... ვრცლად

10. რა შემთხვევაში ხდება სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსიდან მონაწილის გარიცხვა?

თუ, სასწავლო კურსის მსმენელი გააცდენს სასწავლო აქტივობების 25%-ს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, მსმენელი შეიძლება გაირიცხოს კურსიდან. ვრცლად
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI