პროექტები


ევროპის საბჭო

2014 წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება,“ რომელიც დაფინანსდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

ვრცლად

სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2015 წელს განახორციელა პროექტი „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება.“ 
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეთა ეფექტიანი სწავლების გზით მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდა.

ვრცლად

USAID & JILEP

იუსტიციის უმაღლეს სკოლას ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტთან - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერება (JILEP).“ 

ვრცლად

 

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობა მოიცავს როგორც მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების, ასევე სამოსამართლო კანდიდატების მომზადების მიმართულებებს. GIZ-თან თანამშრომლობით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ შეიმუშავა სასწავლო კურიკულუმი თემაზე - რელაციის მეთოდი.

ვრცლად

USAID/JILEP, UNDP, UN Women

2014 წელს, სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ შეიმუშავა სასწავლო კურიკულუმი გენდერული თანასწორობის საკითხზე. ვრცლად

ევროკავშირი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (რომელსაც ახორციელებს ავსტრიული ორგანიზაცია „Human Dynamics“) ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ მოქმედი მოსამართლეებისთვის პროფესიული ტრენინგები განახორციელა თემებზე: გადაწყვეტილების დასაბუთება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია...

ვრცლად

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა (DoJ) და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას. 

ვრცლად

კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა

2014 წელს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ თანამშრომლობა გააღრმავა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP). თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების  და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზაციული განვითარების მიმართულებას. 

ვრცლად

გაეროს ბავშვთა ფონდი

იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სასწავლო კურიკულუმი შეიმუშავა, რომლის მიხედვით უწყებამ უკვე ჩაატარა მოქმედ მოსამართლეთათვის პროფესიული ტრენინგები. ტრენინგების განხორციელებაში ჩართული იყო როგორც სკოლის პედაგოგი - მოქმედი მოსამართლე ასევე, ფსიქოლოგები.ვრცლად

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი

იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას. 

ვრცლად

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას. 

ვრცლად

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

2014 წელს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ თანამშრომლობა გააღრმავა  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO). თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას. 

ვრცლად

 

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას.

ვრცლად

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინიციატივის ინსტიტუტი

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინიციატივის ინსტიტუტი (CEELI Institute) გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის ისეთი სისტემის დანერგვას უწყობს ხელს, რომელიც სასამართლო სისტემაში მომუშავე კადრების პროფესიონალიზმის ზრდას განაპირობებს. CEELI Institute-თან გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ უკვე ჩაატარა მოსამართლეთა საერთაშორისო სემინარი კორუფციასთან ბრძოლის თემაზე.

ვრცლად

 

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI