კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა


2014 წელს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ თანამშრომლობა გააღრმავა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP). თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების  და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზაციული განვითარების მიმართულებას. 
იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ CLDP-თან თანამშრომლობით და ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით, მოქმედი მოსამართლეებისათვის პროფესიული ტრენინგები ჩაატარა თემებზე: კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა და ინტელექტუალური საკუთრების დარღვევებთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების საკითხები.
CLDP-ის მხარდაჭერით, უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მენეჯმენტისა და სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებისგან შემდგარი დელეგაცია სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა აშშ-ის ფედერალურ და სხვა სამოსამართლო სასწავლო ცენტრებში.

უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI