მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი


იუსტიციის უმაღლეს სკოლას ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტთან - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერება (JILEP).“ 
თანამშრომლობა მოიცავს მოსამართლეთათვის პროფესიული ტრენინგების ჩატარებას, სასწავლო კურიკულუმების შემუშავებას და სკოლის ინსტიტუციურ გაძლიერებას. 
იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ JILEP-თან თანამშრომლობის ფარგლებში, უცხოელი და ქართველი მოსამართლე-ექსპერტების მონაწილეობით პროფესიული ტრენინგები განახორციელა შემდეგ თემებზე: საკორპორაციო სამართალი, სამართლებრივი დასაბუთება და კანონის ინტერპრეტაცია, 

ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენება, ლიზინგი, სამოსამართლო ეთიკა, იურიდიული მეთოდი და სხვ. 
JILEP-თან ერთობლივი თანამშრომლობით შემუშავდა კურიკულუმი სამოსამართლო ეთიკის საფუძვლებზე. პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ამერიკელი ექსპერტები ასევე, სკოლის პედაგოგები - მოქმედი მოსამართლეები. შემუშავებული კურიკულუმი გამოყენებული იქნა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა მოქმედი მოსამართლის პროფესიული განვითარების მიზნით.
ამჟამად, მიმდინარეობს სამოსამართლო ეთიკის სწავლების შემდგომი ეტაპის -უფრო სიღრმისეული და პრაქტიკული კურიკულუმის შემუშავების პროცესი, სადაც კვლავ ჩართულია ამერიკელი ექსპერტები და სკოლის პედაგოგები - მოქმედი მოსამართლეები. 
იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ USAID/JILEP-თან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს:
1.    იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალი ვებგვერდის შექმნა 
2.    მოქმედი მოსამართლეების, სასამართლოს მოხელეთა და სამოსამართლო კანდიდატების პერსონალური ვებპორტალების შექმნას. 
პერსონალური ვებპორტალების საშუალებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამიზნე ჯგუფის თითოეულ წევრს ექნება პირადი გვერდი, რომლის საშუალებითაც ისინი თავად შეძლებენ საკუთარი სასწავლო პროცესების ელექტრონულ ფორმატში მართვას. აღნიშნული სისტემა ხელს შეუწყობს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ განხორციელებული სწავლების პროცესში (მათ შორის, საგამოცდო ეტაპების დროს) თანამედროვე მეთოდების გამოყენებას, რაც თავის მხრივ,  სასწავლო პროცესების გამჭვირვალობისა და ობიექტურობის ხარისხს გაზრდის.

უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI