ევროკავშირი


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (რომელსაც ახორციელებს ავსტრიული ორგანიზაცია „Human Dynamics“)  ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ მოქმედი მოსამართლეებისთვის პროფესიული ტრენინგები განახორციელა თემებზე: გადაწყვეტილების დასაბუთება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და სხვა. 
უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზნით, პროექტის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მენეჯმენტისა და სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებისგან შემდგარი დელეგაცია სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც სამუშაო შეხვედრები გამართა ავსტრიის რესპუბლიკის სამოსამართლო სწავლების ცენტრში. 

 

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI