სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება


საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2015 წელს განახორციელა პროექტი „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება.“ 
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეთა ეფექტიანი სწავლების გზით მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდა.
პროექტის შედეგები:
1. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი შეიქმნა, რომელიც სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით;
2. გაძლიერდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის იურიდიული ბიბლიოთეკის რესურსი, კერძოდ პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა ქართული და უცხოური გამომცემლობების უახლესი წიგნები (სულ 133). აღსანიშნავია, რომ უცხოური ლიტერატურა განეკუთვნება Oxford-ის და Cembridge-ის გამომცემლობებს და უმეტესწილად ეხება ადამიანის უფლებების სფეროს;
3. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასემინარო დარბაზები აღიჭურვა ვიდეო კონფერენციის სისტემით;
4. დაინერგა ონლაინ ტრანსლირების სისტემა, რომლის მეშვეობითაც იუსტიციის უმაღლესი სკოლა უზრუნველყოფს საჯარო ლექციების ონლაინ რეჟიმში ტრანსლირებას უწყების ოფიციალური ვებგვერდის www.hsoj.ge და Facebook გვერდი მეშვეობით.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI