სიახლეები


კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა ეფექტიანი განხილვა

კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა ეფექტიანი განხილვა

4-5 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა  ეფექტიანი განხილვა“. ტრენინგი ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში შემუშავებული კურიკულუმის გამოყენებით ჩატარდა.

სემინარს უძღვებოდნე ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი მიროტაძე, გელა ბადრიაშვილი და მაია თეთრაული.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსამართლემ: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სენაკის, ამბროლაურის, ცაგერის, ხაშურის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით“ იყო გათვალისწინებული. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI