სიახლეები


საფრანგეთისა და ლატვიის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების ვიზიტი

საფრანგეთისა და ლატვიის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების ვიზიტი

10 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ საქართველოში ლატვიის ელჩის მოადგილეს ქალბატონ მადარა სილინას და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშეს ქალბატონ ტიფანე ლუკასს უმასპინძლა.

ვიზიტის დროს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა სტუმრებს უწყებაში მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ასევე  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. პროექტი კონსორციუმთან თანამშრომლობით ხორციელდება, სადაც საფრანგეთისა და ხორვატიის გარდა მონაწილეობს ლატვია, რომელიც პროექტის ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI