სიახლეები


ეფექტური კომუნიკაცია სასამართლოს მოხელეთათვის

ეფექტური კომუნიკაცია სასამართლოს მოხელეთათვის

2-3 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში  ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში“, სასამართლოს მოხელეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე „ეფექტური კომუნიკაცია“.

სემინარს უძღვებოდნენ ის ტრენერი/ექსპერტები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი უჩა თოდუა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამების მართვის სექტორის უფროსი სოფიო წიკლაური. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ექსპერტი -თორნიკე გურული, რომელიც მონაწილეობდა კურიკულუმის შემუშავების პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა სასამართლოს მოხელემ: თბილისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის  საქალაქო და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI