სიახლეები


სამოქალაქო საქმეთა განხილვის პროცესში ბავშვის მონაწილეობა (ბავშვთა უფლებები)

სამოქალაქო საქმეთა განხილვის პროცესში ბავშვის მონაწილეობა (ბავშვთა უფლებები)

9-10 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის გაიმართა სემინარი თემაზე:  “სამოქალაქო საქმეთა განხილვის პროცესში ბავშვის მონაწილეობა (ბავშვთა უფლებები)”.

ღონისძიება მოიცავდა სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ კომპონენტებს და მას უძვებოდნენ: საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რენატე ვინტერი და ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 17-მა მოსამართლემ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, გორის, მცხეთის, თელავისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI