სიახლეები


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი

9-10 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი“. ტრენინგი დაფუძნებულია თემაზე შემუშავებულ სასწავლო კურსზე, რომელიც უკვე ორჯერ განხორციელდა მოსამართლეთათვის.

ღონისძიებას უძღვებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირმა პერანიძე რომელმაც საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის კურსის შინაარსობრივ ნაწილზე, მომავალი ტრენერებისთვის განკუთვნილი, სამ ეტაპიანი ტრენერთა ტრენინგი გაიარა.

ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ნინო ბაქაქური; ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. იურიდიული ფირმა FLS Full legal service მმართველი პარტნიორი -  ლაშა ცერცვაძე, რომლებიც ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) ასოცირებულ პროფესორთან - მარტინ გელტერთან ერთად უძღვებოდა ტრენერთა ტრენინგის ეტაპებს თემის მომავალი ექსპერტებისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა სასამართლოს მოხელემ: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI