სიახლეები


ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში  ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

9-10 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“თანამშრომლობის ფარგლებში, ყვარელში,  სასტუმრო „ყვარლის ედემში“ მოსამართლეთათვის გაიმართა  სემინარი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე, გიორგი ტყავაძე, გერონტი კახეთელიძე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტი - მარი მესხი, რომელიც თემის მომავალ ტრენერებთა ერთად მონაწილეობდა კურიკულუმის შემუშავების პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, სიღნაღის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონული სასამართლოების მოსამართლეებმა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI