სიახლეები


სერტიფიკატების გადაცემა

სერტიფიკატების გადაცემა

19 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრებისა და მენეჯმენტის წარმომადგენლების საერთაშორისო სერტიფიცირება განხორციელდა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს და მენეჯმენტის წევრებმა  სამ ეტაპიანი ტრენინგ კურსი გაიარეს. ეტაპები მოიცავდა ტრენინგის დაგეგმვის, ტრენინგის განხორციელების და ტრენინგის შეფასების კომპონენტებს.

ტრენინგ კურსს უძღვებოდა გერმანიის საჯარო მოხელეთა ასოციაციის აკადემიის (Dbb Akademie) მმართველი დირექტორი, ბატონი ჰანს რიგერი.

მონაწილეებს გერმანიის საჯარო მოხელეთა ასოციაციის აკადემიის (Dbb Akademie) საერთაშორისო დონის სერტიფიკატები გადაეცათ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI