სიახლეები


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები:

  • ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან, სხვადასხვა აქტუალურ თემებზე/საკითხებზე განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო (ლექციები, სემინარები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) ღონისძიებებს;
  • წინასწარ შეთანხმებულ თემებზე, ერთობლივად და სხვათა მონაწილეობით დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის კონფერენციებს;
  • სხვადასხვა აქტუალურ თემებზე/საკითხებზე შეიმუშავებენ სასწავლო პროგრამებს და იზრუნებენ მათ შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე;
  • ორმხრივი ინტერესის შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა   ლაშა მაღრაძემ  და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა  გივი მიქანაძემ. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI