სიახლეები


ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

23-24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძე.

კურიკულუმი იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში შეიმუშავა.

ტრენინგი, 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI