სიახლეები


პარტნიორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა

პარტნიორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა

31 იანვარს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, 2017 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობისა და 2018 წლის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

გასულ წელს, არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა იუსტიციის უმაღლესი სკოლის „სტრატეგიული განვითარების გეგმით“ გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში. ინტენსიური საქმიანობა განხორციელდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფის; იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზაციული გაძლიერების, საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. წარმატებით განხორციელდა ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება.

მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება: იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის შესრულების გაგრძელება; უწყების ინსტიტუციური გაძლიერება; იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამებში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების თემებზე სასწავლო მოდულების შემუშავება/დანერგვა; იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად სამოსამართლო კანდიდატთა სწავლების ვადის გაზრდაზე მუშაობა; სასამართლო სისტემის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების იმპლემენტაცია; ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ განხორციელება; ელექტრონული ფორმით დისტანციური სწავლების დანერგვა.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI