სიახლეები


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

10-11 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია და ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ზუგდიდის, სენაკის, ცაგერის, ახალციხის, ხაშურის, მცხეთის, გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI