სიახლეები


ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)

ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)

14-15 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)“.სასწავლო მოდული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG)  პროგრამისა და  ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭრით შემუშავდა.  კურსის მიზანია მსმენელთა სისტემური ცოდნით აღჭურვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული წყაროების, მექანიზმების, სტანდარტების და ეროვნულ დონეზე მათი ეფექტიანი გამოყენების შესახებ. 

სემინარზე ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე  ვეფხია ლომია და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ფოთის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI