20-22 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სისხლის სამართლის მიმართულების სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.
სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თამარ ალანია და მაია თეთრაული, ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწინებული.