სიახლეები


ლიდერობა და მენეჯმენტი სასამართლოში

ლიდერობა და მენეჯმენტი სასამართლოში

5-6 მაისს იუსტიციის უმაღლესი სკოლის და ევროპისსაბჭოს (CoE) თანამშრომლობით კახეთში (კაჭრეთი), მოსამართლეებისთვის (სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის) გაიმართა ტრენინგი თემაზე:   „ლიდერობა და მენეჯმენტისასამართლოში“.

ღონისძიება სუძღვებოდნენ ისტრენერი/ექსპერტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურის უფროსი უჩა თოდუა. სასწავლო მოდული ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის„ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ქართველი და ევროპის საბჭოს უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, სამტრედიის, ხელვაჩაურის, ხაშურის, გორის, მცხეთის,თეთრიწყაროს,  გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებმა.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI