12 და 13 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები“.
სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მარიამ ცისკაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისისა და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ოზურგეთის, ზესტაფონის, საჩხერისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.