18 მაისს იუსტიციის უმაღლესი სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
სტუდენტები იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობას გაეცნენ, დაათვალიერეს სკოლაში არსებული იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, ბიბლიოთეკა, ტრენინგების ოთახები და საკონფერენციო დარბაზი.
შეხვედრის ბოლოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.