სიახლეები


კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა

კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა

26-27 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა“.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ის ტრენერი/ექსპერტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი მიროტაძე და ნათია ბარბაქაძე. სასწავლო მოდული ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ქართველი და ევროპის საბჭოს უცხოელი ექსპერტის მიერ შემუშავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ზუგდიდის, ზესტაფონის, ხაშურის, გორის, მცხეთისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI