სიახლეები


ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)

ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)

2-3 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, ევროპის საბჭოსთან (CoE)თანამშრომლობის ფარგლებში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე:  „ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)“. სასწავლო მოდული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG)  პროგრამისა და  ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭრით შემუშავდა. კურსის მიზანია მოსამართლეთა სისტემური ცოდნით აღჭურვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული წყაროების, მექანიზმების, სტანდარტების და ეროვნულ დონეზე მათი ეფექტიანი გამოყენების შესახებ. 

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ამბროლაურის, ხაშურისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI