სიახლეები


კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

9-10 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ბორჯომში, მოსამართლეთათვის გაიმართა სემინარი თემაზე: „კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა”.

სემინარი იმ მოსამართლე/ექსპერტების მიერ ჩატარდა რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი. სასწავლო მოდული 2017 წელს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარებისპროგრამის(UNDP) მხარდაჭერით შემუშავდა, სადაც მოსამართლე/ექსპერტებთან ერთად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიც იყო ჩართული.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, მცხეთის, გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI