სიახლეები


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები

14-15 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები“. სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია და ევროპის საბჭოს ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისისა და ქუთაისის საქალაქო, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან. ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI