სიახლეები


ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები

ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები

21-22 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის იმართება სემინარი   ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან მოსამართლეები: ბერნის დონალდი - აშშ-ის სააპელაციო სასამართლო, მეექვსე ოლქი და ოლივერ შიონი - მიუნხენის რეგიონალური სასამართლო.

ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია.

ღონისძიების გახსნაზე მონაწილეებს მიესალმნენ: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“-ს თავმჯდომარე - ნიკოლოზ გოგილიძე; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე - მირიან კულულაშვილი და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენელი - სქიფ მარკი;

ღონისძიებაზე ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიზიარონ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ასევე ევროკავშირის გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით.

ღონისძიება 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მასში 27 მოსამართლე იღებს მონაწილეობას.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI