სიახლეები


საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი

საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი

21-22 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) თანამშრომლობის ფარგლებში, ყაზბეგში, მოსამართლის თანაშემწეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი“.             

სემინარს უძღვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს მოსამართლის თანაშემწეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI