სიახლეები


ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)

ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)

8-9 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით ბორჯომში ჩაატარა ტრენინგი მოსამართლეებისთვის თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი).

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ექსპერტები კონსტანტინე კორკელია და ლევან მესხორაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა მოსამართლემ.კურსი ორიენტირებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოსამართლეებსა და სასამართლოს სხვა მოხელეებზე. აღსანიშნავია რომ 2016 წელს ზემოაღნიშნული პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავებულია ანალოგიური დატვირთვის მქონე კურსი, რომელიც სისხლის სამართლის მიმართულების მოსამართლეების და სასამართლოს მოხელეებისთვის არის განკუთვნილი.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI