სიახლეები


სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი განხილვა

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი განხილვა

15-16 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობის ფარგლებში სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი განხილვა“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი. სასწავლო მოდული შემუშავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტების: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ და „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ თანამშრომლობის ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და ზუგდიდის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI