სიახლეები


კაზუსის ამოხსნის მეთოდოლოგია

კაზუსის ამოხსნის მეთოდოლოგია

6-7 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სისხლის სამართლის მიმართულების სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კაზუსის ამოხსნის მეთოდოლოგია“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, გორის, ბოლნისისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI