სიახლეები


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი

20 და 21 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLOG) თანამშრომლობის ფარგლებში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალის კურსის მესამე ეტაპი.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე და ირმა პერანიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, გორისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

კურსი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI