სიახლეები


HELP-ის“განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“კურსის პრეზენტაცია

HELP-ის“განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“კურსის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში,HELP-ის პლატფორმის ფარგლებში, თემაზე - “განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“, შემუშავებული დისტანციური სწავლების კურსის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

დისტანციური კურსი განკუთვნილია სასამართლოს მოხელეებისთვის და მასში მონაწილეობას იღებს სასამართლოს 20 მოხელე თბილისის სააპელაციო, ასევე, თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან. კურსის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსის ადაპტაცია ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკასთან მოხდა ქართველი მოსამართლე-ექსპერტების:თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის  პალატის თავმჯდომარის, ლევან თევზაძისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის ჩართულობით.

პროექტი ორგანიზებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის -  “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (პარტნიორობა კარგი მმართველობის პროგრამის ფარგლებში).


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI