სიახლეები


სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი

სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი

17 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი“.

სემინარზე ექსპერტად  მოწვეული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ახალციხისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI