სიახლეები


ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

17 და 18 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ცაგერის, ახალქალაქისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI