24 და 25 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე; „პრაქტიკული ფსიქოლოგია“.
სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო და ზესტაფონის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.