სიახლეები


იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი ბელგიაში

იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი ბელგიაში

მიმდინარე წლის 3-6 დეკემბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სასწავლო ვიზიტით ბელგიაში, ქ. ბრიუსელში.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა: ევროპის სამოსამართლო სწავლების ქსელის (EJTN) გენერალურ მდივანთან - ვოიჩეკ პოსტულსკისთან, ასევე ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან, რომელთაც დელეგაციის წევრებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს EJTN-ის აქტივობებისა და გაცვლითი ღონისძიებების შესახებ; შეხვედრა შედგა, ასევე ევროპული კომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლებთან, ბელგიის სამოსამართლო სწავლების ინსტიტუტის (IGO) დირექტორთან - რაფ ვან რანზბექთან და ინსტიტუტის სხვა თანამშრომლებთან, რომელთაც სკოლის წარმომადგენლებს გააცნეს ინსტიტუტის სტრუქტურა, ზოგადი პრინციპები, სამოსამართლო კანდიდატების მომზადებისა და მოქმედი მოსამართლეების გადამზადების პროგრამები.

ვიზიტის ბოლო დღეს შეხვედრები გაიმართა, ასევე ბელგიის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ბრიუსელის კომერციულ სასამართლოში და IGO-ს სასწავლო პროგრამების მართვის დეპარტამენტთან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI