სიახლეები


საერთაშორისო სიტუაციებში მყოფ ბავშვთა დაცვა

საერთაშორისო სიტუაციებში მყოფ ბავშვთა დაცვა

8 და 9 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) -ს თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში (ლოპოტას ტბა) სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო სიტუაციებში მყოფ ბავშვთა დაცვა (ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის 1980 წლისა და მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის თაობაზე 1996 წლის კონვენციები)“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი,  ჰააგის რაიონული სასამართლოს საოჯახო სამართლისა და ბავშვთა საერთაშორისო დაცვის განყოფილების პრეზიდენტი  იოჰან ვისერი, ჰააგის მოსამართლეთა საერთაშორისო ქსელისა და ევროპის მოსამართლეთა ქსელის მოსამართლე მარტინაელბ კლუნემანი  და საერთაშორისო სიტუაციებში ბავშვთა დაცვის სამართლებრივი ექსპერტი კერსტინ ბარტჩი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისისა და ქუთაისის  საქალაქო და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI