სიახლეები


სასწავლო პროგრამა ადამიანის უფლებათა სტანდარტებში (სისხლის სამართალი)

სასწავლო პროგრამა ადამიანის უფლებათა სტანდარტებში (სისხლის სამართალი)

14-16 დეკემბერს ჩათვლით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ პროექტთან - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLOG)  და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტთან - მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა (EU4Justice) თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომში, სასამართლოს მოხელეებისთვის  გამართა ტრენინგი თემაზე: „სასწავლო პროგრამა ადამიანის უფლებათა სტანდარტებში (სისხლის სამართალი)“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ:  გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის, ადამიანის უფლებათა ოფიცერი ბესარიონ ბოხაშვილი და   ექსპერტი ეკა ლომთათიძე

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ზუგდისის,სენაკის, სამტრედიის, ზესტაფონის, ახალციხის, ახალქალაქის, ხაშურის, გორის, მცხეთის, ბოლნისის, გურჯაანის, სიღნაღისა და  თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI