სიახლეები


სერთიფიკატების გადაცემა  HELP-ის კურსი “ განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“

სერთიფიკატების გადაცემა HELP-ის კურსი “ განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, HELP-ის პლატფორმის ფარგლებში, თემაზე - „განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“, შემუშავებული დისტანციური სწავლების კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

დისტანციური კურსი 23 ოქტომბერს გაიხსნა და მასში მონაწილეობა მიიღო სასამართლოს ოცმა მოხელემ თბილისის სააპელაციო, ასევე, თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.

კურსის ადაპტაცია ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკასთან მოხდა ქართველი მოსამართლე-ექსპერტების: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის  პალატის თავმჯდომარის, ლევან თევზაძისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის ჩართულობით.

პროექტი ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის -  “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში და ფინანსდებოდა ევროკავშირის მიერ (პარტნიორობა კარგი მმართველობის პროგრამის ფარგლებში).


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI