სიახლეები


პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

 

27-28 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე: „პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებად ცნობა“.

ტრენინგზე ექსპერტად მოწვეულია ბრემენის სასამართლოს მოსამართლე/საერთაშორისო ექსპერტი ჰაინრიხ შნიტგერი. ღონისძიებას ასევე მოწვეული სტუმრის სატატუსით ესწრება  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი თამარ მესხია.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 37 მოსამართლე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, თეთრიწყაროს, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, გურჯაანის, გორის, სამტრედიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI