სიახლეები


ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

25-26 და 27-28 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის და მოსამართლის თანაშემწეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ექსპერტი/საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ზაზა მეიშვილი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოს იურისტი ნინო ხაინდრავა.

ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 42-მა მოსამართლემ და მოსამართლის თანაშემწემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ამბროლაურის, ხაშურის, გორის, მცხეთის, თელავისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI