სიახლეები


განაჩენის დასაბუთება

განაჩენის დასაბუთება

4-5 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) მხარდაჭერით მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე/ექსპერტი ზაზა მეიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 25-მა მოსამართლის თანაშემწემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ფოთის საქალაქო, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხის, ახალქალაქის, საჩხერის, გურჯაანის, სიღნაღისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

აღნიშნული ტრენინგი, 2014 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს - „სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა“ გამოყენებით განხორციელდა.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI