სიახლეები


პირადი ცხოვრების ხელსეუხებლობა

პირადი ცხოვრების ხელსეუხებლობა

13 და 14 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის ტარდება ტრენინგი თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კიმისრის ოფისის ადამიანის უფლებათა ოფიცერი ბესარიონ ბოხაშვილი და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ადამიანის უფლებების სფეროში ვლადიმერ შკოლნიკოვმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჭეხანმა.

ტრენინგს ესწრება 21 მოსამართლე:  თბილისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო,  ოზურგეთის, ზესტაფონის, ახალციხის, გორის, მცხეთის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI