სიახლეები


პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

 

20 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: გაეროს ადამიანის  უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის, ადამიანის უფლებათა ოფიცერი ბესარიონ ბოხაშვილი და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 17-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI