სიახლეები


მტკიცებულებათა ცნება

მტკიცებულებათა ცნება

20 და 21 მაისს, იუსტიციის უმაღლე სკოლაში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „მტკიცებულებათა ცნება (შეფასება, დაშვება, გამოკვლევა, გამოქვეყნება და დემონსტრირება)“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე/ექსპერტი ზაზა მეიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 28 მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, ზესტაფონის, ამბროლაურის, საჩხერის, სამტრედიის, ახალციხის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI